დევნილებისთვის სახლების აშენება დაიწყება

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 16:47

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადაბით,  დედაქალაქში დევნილების  განსახლებაზე შეზღუდვა მოიხსნა. ასევე, მისი განცხადებით,  დევნილ ოჯახებს, რომელიც მინიმუმ 5 წელი თბილისში ცხოვრობენ, ბინებს მიიღებენ.

"თბილისში ამჟამდ 20 ათასი დევნილი ოჯახია. სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისას უპირატესობა რეგისტრაციის ადგილს მიენიჭება. თბილისში დარეგისტრირებაზე შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ამისთვის დევნილი მინიმუმ, 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს აქ. ასე რომ, გამოთქმული შეშფოთება, რომ ამ ცვლილების შემდეგ ყველა დევნილი თბილისში ჩამოვა, უსაფუძვლოა. რეგისტარციისთვის მას 5 წელი დასჭირდება, ამ პერიოდში კი ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება", - აღნიშნა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების მიხედვით, დევნილებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის კუთხით შეზღუდვა მოიხსნა და მათი განსახლება შესაძლებელი იქნება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებლების აშენებას ცვლილებამდე მოქმედი სტრატეგია კრძალავდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43