საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა ცნობილი ჟურნალისტები ნიკო ნიკოლაძის პრემიით დააჯილდოვა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 16:17

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა, ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით  გამორჩეული ჟურნალისტები ნიკო ნიკოლაძის პრემიით დააჯილდოვა.

 

 

დაჯილდოების დაწყებამდე პრემიის მომავალ მფლობელებსა და მოწვეულ სტუმრებს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ მიმართა, მან მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე და იმედი გამოთქვა, ამ დღის ოფიციალურად დაკანონებასთან დაკავშირებით.

 ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ნიკო ნიკოლაძის პრემიის მფლობელები გახდნენ:

ნოდარ ტაბიძე, ირმა ინაშვილი("ობიექტივი"), ლუბა ელიაშვილი ("მეცხრე არხი"), ნინო ჟიჟილაშვილი ("მაესტრო"), დავით აქუბარდია (ტელეკომპანია "კავკასიის" დამფუძნებელი), ივანე ჯაფარიძე(საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო) .

ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტებს შორის კი ნიკო ნიკოლაძის პრემია მიიღეს შემდეგმა ჟურნალისტებმა: ლაშა ნადარეიშვილმა ("ასავალ-დასავალი"), ტატო ლასხიშვილმა("სვობოდნაია გრუზია") , ლაშა ტუღუშმა ("რეზონანსის" მთავარი რედაქტორი) , ირაკლი თოდუამ ("საქართველო და მსოფლიოს" მთავარი რედაქტორი), ალეკო ასლანიშვილმა ("საქართველოს რესპუბლიკა"), რუსლან რუსიამ ("საქართველოს რესპუბლიკა"), ნუცა დუმბაძემ ("კვირის პალიტრა"), თენგიზ გაჩეჩილაძემ ("ლელო"), მერაბ ბერაძემ, ფრიდონ დოჩიამ, მთვარისა კერესელიძემ, ანზორ ბაბუხადიამ ("თანადგომა"), გიორგი ჭყონიამ, გუბაზ მეგრელიძემ ("ხმა ერისა").

ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში შეხვედრა მზია ხეთაგურის  ლექსით დასრულდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43