"თვალის ახელა, თვალებში ჩახედვა და იქ დგომა, სადაც ხალხია", სასაცილოა - კოკი იონათამიშვილი

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 15:53

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის განცხადებით,  საკრებულოში მიმდინარე პროცესი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნაა.  

კოკი იონათამიშვილის განცხადებით,  ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესმა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ შეიმუშავა რეკომენდაცია - შეაჩეროს ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.

"მათთვის ცნობილია პოლიტიკური დევნის ფაქტები, ჩვენ მათ ამის შესახებ მივმართეთ. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოში, პოლიტიკური დევნაა", - განაცხადა იონათამიშვილმა.

 მისივე თქმით "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ მისი ყოფილი წევრების განცხადებები სასაცილო იყო - "თვალის ახელა, თვალებში ჩახედვა და იქ დგომა, სადაც ხალხია".

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით,  ყოფილი წევრების ფრაქციის დატოვების მოზეზი ხელისუფლების ზეწოლა გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46