ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მესაზღვრეს „მინისტრის სიგელი" გადასცა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 15:53

სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოში, წითელ ხიდზე, მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მესაზღვრეებს პროფესიული დღე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად მიულოცა.

საიუბილეო დღეს სასაზღვრო პოლიციის 42 მოსამსახურე და მესაზღვრე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო უწყების განვითარების საქმეში, მედლებით, სამკერდე ნიშნებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მესაზღვრეს „მინისტრის სიგელი" გადასცა.

ღონისძიებაზე სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს „საპატიო მესაზღვრის" სამკერდე ნიშანი გადასცა.

ღონისძიებას დაესწრნენ: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ასევე ევროკავშირის, გაეროს განვითარების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოში ნატოს ოფისის წარმომადგენლები.

მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტშიც გაიმართა. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად, შავ ზღვაში კატარღებით შეცურეს და ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მესაზღვრეების პროფესიული დღე საქართველოში 14 წელია აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5