საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 15:06

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ბიჭიკო რ. იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, ორ მეგობართან ერთად „მერსედესი“–ს მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, რომელსაც მართავდა გრიგოლ ხ.

საპატრულო პოლიციამ აღნიშნული ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც ბიჭიკო რ–მ იარაღის გადამალვა სცადა, რაც შეამჩნია პატრულის თანამშრომელმა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვალიერებისას „ჩე–ზე“–ს სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სსსკ–ის 236–ე მუხლის (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა) 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43