შსს-მ ყაზბეგზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პირი დააკავა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 14:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული სერგო პ. დააკავეს.

დაკავებული 20 მარტს, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, თავის მეგობარ რომან გაბეხაძესთან მივიდა, რომელიც ამ პუნქტში ოპერატორად მუშაობდა. ურთიერთშელაპარაკებისას სერგო პ–მ რომან გაბეხაძეს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43