ამერიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება - თედო ჯაფაიძე

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 14:49

ამერიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც  ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი  დეპუტატებს შეხვდა.

თედო ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს და, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხსაც შეეხნენ.

რაც შეეხება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, ჯაფარიძის განცხადებით,  შეერთებული შტატები მიმდინარე პროცესებსა და საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებს აკვირდება.

მისივე თქმით, ამერიკა მიმდინარე პროცესებში ჩართვას არ აპირებს, რადგან ეს ქვეყნის საშინაო საქმეა, თუმცა ამერიკა მხოლოდ პროცესების დემოკრატიულად გადაწყვეტას მიესალმება

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41