ნაბახუსევზე ისევ ალკოჰოლის მიღება რისკებთანაა დაკავშირებული

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 23:56

საშუალო და მძიმე სიმძიმის თრობა – ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რის გამოც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ე.წ პახმელიის სინდრომი ვითარდება. სპეციალისტები მას გამოზარხოშების სინდრომს ეძახიან.  

ადამიანები ე.წ პახმელიას შინაურ პირობებში ტრადიციული მეთოდებით ებრძვიან – ბევრი სითხის მიღება, მედიკამენტები ან ისევ ალკოჰოლური სასმელი. ამ უკანასკნელის მიღება კი, სპეციალისტთა აზრით, არასწორია და რისკებთან არის დაკავშირებული.

„თუ პახმელიის სინდრომის მოხსნა ისევ ალკოჰოლის მიღებით ხდება, ამ შემთხვევაში საქმე ე.წ. "ალკოჰოლურ ლომკასთან" გვაქვს, შესაბამისად, ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების რისკები ჩნდება“.  რაც შეეხება ტრადიციული მკურნალობის სხვა ფორმებს, ექიმები მიიჩნევენ, რომ მინერალური წყლის მიღებით ორგანიზმში სითხის დეფიციტის შევსება, კუჭის გამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და სხვა მედიკამენტები ეფექტურად მოქმედებს.

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი, პირის სიმშრალე, პირღებინება, გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესიულობა, შფოთვა, ეს სიმპტომები ე.წ. პახმელიის დროს ყველაზე ხშირად ვლინდება. მთავარი ფაქტორი კი, რაც ე.წ. პახმელიის სიმპტომებს იწვევს, ალკოჰოლურ სასმელში შემავალი ეთილის სპირტია, რომელსაც ღვიძლის ფერმენტების სისტემა ამუშავებს. სასმელის დიდი რაოდენობით მიღების დროს მისი ეფექტურად დაშლა ვერ ხდება, გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც გადადის მთელ ორგანიზმში. ეს იწვევს ორგანიზმის მოწამვლას – ინტოქსიკაციას. ამ ყველაფრისგან თავის არიდების ერთადერთი და უტყუარი გზა ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღებისგან თავის შეკავებაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43