სამხედრო პოლიციაში მინი შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებობდა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 14:35

სამხედრო პოლიციაში მინი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო შექმნილი, - განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

"სამხედრო პოლიცია იყო პირველი, რისი რეფორმირებაც დავიწყეთ, მინი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო შექმნილი, თავისი რესურსით, რაც აბსოლუტურად არ სჭირდებოდა სამხედრო პოლიციას. რეფორმირების პროცესი არ შეჩერდება. ჩვენ უარი ვთქვით იმ ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობების ჩვენს გამგებლობაში არსებობაზე და გადავეცით შს სამინისტროს სპეციალურ სტრუქტურას. ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ ჰქონოდათ ოფიცრებზე თუ სხვა სამხედრო პირებზე ზემოქმედების მექანიზმები", - განაცხადა ალასანიამ.

მინისტრის თქმით, უწყებაში გასული 4 თვის განმავლობაში აღდგა სამედიცინო დეპარტამენტი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უწყებაში სამხედრო-სამედიცინო სფეროს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42