სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 14:23

ამირან(ბუტა) რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხლავას მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კადრებში ნამდვილად "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტის მუკბანიანის ხმა ისმის, თუმცა დროში ცდომილებაა.

„კადრებში ჩანს, რომ ლიპარტელიანს რაცია უკავია, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მომხდარიდან 6 წუთის განმავლობაში ლიპარტელიანი შემთხვევის ადგილზე ვერ მივიდოდა, რადგან მაიზერ ლიპარტელიანი, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, თავად მითხრა, რომ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავს ასხამდა და შემთხვევის ადგილზე 15-20 წუთის შემდეგ მივიდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მუკბანიანის ხმა იყოს ჩასმული, რადგან დონაძისა და ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები თავიდან ბოლომდე გაყალბებულია“, - განაცხადა რობაქიძემ.

რობაქიძემ გამოძიებას კიდევ ერთხელ სთხოვს,  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი პროკურორის ირაკლი წერეთლისა და გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46