პატიმართა წამების საქმეში ბრალდებულმა ბორის ფარულავამ შიმშილობა დაიწყო

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 14:18

პატიმართა წამების საქმეში ბრალდებულმა ბორის ფარულავამ შიმშილობა დაიწყო. მისი ადვოკატის ელზა ჯმუხაძის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებით უკმაყოფილოა და ეკა ბესელიასა და უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ითხოვს.  

მძიმეა ფარულავას ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მან 11 მარტს ოფიციალურად მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს, კერძო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, თუმცა პასუხი წერილზე ამ დრომდე არ მიუღია. ელზა ჯმუხაძის თქმით, ფარულავას აქვს სხვადასხვა ინფორმაცია, რომლითაც ამ დროისთვის გამოძიება არ დაინტერესებულა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61