პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა - გოკა გაბაშვილი

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 13:59

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს ოპოზიცია განსაკუთრებულ რამეს ითხოვს, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

გოკა გაბაშვილის განცხადებით, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება დღესვე არ გავა, არაფერიც არ მოხდება.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ მუხლის გამოყენებას არ ვაპირებთ. იმისთვის, რომ ეს მუხლი დღესვე გაქრეს საქართველოს კონსტიტუციიდან, ამისთვის საჭიროა მარტივი რამ - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეასრულოს რეგლამენტის მოთხოვნა სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით", - აცხადებს გაბაშვილი.

 პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. უმცირესობა საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარებას ითხოვს, რაზეც გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.

პროექტის მეორე მოსმენით განხილვა 22 მარტს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43