უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 13:08

საქართვლოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომელიც პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს, სამთვიანი დებატების შემდეგ იწყება. საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას გარეშე არ აპირებს.

უმრავლესობა აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განსახორციელებლად უმცირესობის ხმები აუცილებელია, თუმცა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს. სარეიტინგო კენჭისყრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.

ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუცუიო ცვლილებების განხილვა 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5