თუ მართლა უნდა უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილება, სარეიტინგო კენჭისყრა უნდა ჩატარდეს - მიხეილ მაჭავარიანი

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 12:45

უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარ სარეიტინგო კენჭისყრას კვლავ ითხოვს. მაჭავარიანის თქმით, თუ მართლა უნდა უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მაშინ მათ უნდა გაითვალისწინონ უმცირესობის შეთავაზება.

"თუ მათ უნდათ მართლა ეს ცვლილება,  ჩვენ ვაძლევთ ხმას იმ შემთხვევაში, თუ მოხდება წინასწარი ე.წ სარეიტინგო კენჭისყრა. თუ მათ ამაზეც არ უნდათ წასვლა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ უნდათ ამაში მონაწილეობის მიღება. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას თავისი დღის წესრიგი აქვს და ის მიყვება ამ დგის წესრიგს და არ აქვს მათთვის მნიშვნელობა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები იყოს მიღებული", - აცხადებს მაჭავარიანი.

უმცირესობის წევრი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება და შეთანხმებას მიაღწევენ

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43