ინტერნეტსივრცეში პირველი ქართული ინტერაქციული წიგნები გაჩნდა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 12:41

ქართველი ბავშვებისთვის ინტერნეტსივრცეში გაჩნდა პირველი ქართული ინტერაქციული წიგნები - ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ მიერ შექმნილი „ქართული ანბანი“ და ”ჯიუტი თხები” .

მათი ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი App Store-დან, Amazon-დან და Google-დან და ანდროიდზე, iPad, iPhone-სა თუ iPod Touch-ზე ატვირთვა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს „ქართული ანბანის“ მეშვეობით შეუძლია თამაშ-თამაშით შეისწავლოს წერა კითხვა.

”ჯიუტი თხები” კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თამაშის გზით გაიწაფონ გამართულად კითხვაში. ჯიუტი თხების სასაცილო და ჭკუის სასწავლებელი მოთხრობით, ბავშვები ისწავლიან, თუ რა შეიძლება მოიტანოს უაზრო სიჯიუტემ და რომ დათმობა ხშირად ღირსეული და სწორი საქციელია!

ინტერაქტიული მოთხრობის გმირები რეაგირებენ ხელის შეხებაზე: მობაკუნე თხები, მოხტუნავე თევზი და მოშრიალე ბუჩქები, ბაყაყი, რომელიც ბევრი ჭამისგან სკდება, ბევრად უფრო სახალისოს და მხიარულს ხდის ამბის შეცნობის პროცესს!

ბავშვები მთხრობელს უსმენენ, თვალს ადევნებენ ტექსტში გაფერადებულ შესაბამის სიტყვებს და გონებით აკავშირებენ მოსმენილთან.

ინტერაქტიული წიგნი ”ჯიუტი თხები” “საბას” ელექტრონული წიგნების სახლის და გამომცემლობა ”დიოგენეს” ერთობლივი პროექტია, რომელიც გრძელდება. სულ მალე დაელოდეთ ახალ ინტერაქტიულ წიგნებს.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ რამდენიმე თვის წინ შექმნა თიბისი ბანკმა. „საბა“ მკითხველებს სთავაზობს 500-ზე მეტი წიგნის ელექტრონულ ვერსიას.

აქ არის თანამედროვე თუ კლასიკური ქართული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები, „საბას“ პრემიის ლაურეატები... მათი წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ კომპიუტერში, iPad, iPod Touch და iPhone-ში, Kindle-ში და სხვა ელექტრონულ წამკითხველებში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43