სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოსულა ბაჩო ახალაიას მიმართ, ნუ აცხადებენ დამნაშავედ - თეა თუთბერიძე

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 12:00

თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე გედევან ფოფხაძის განცხადებებს, რომელიც მან დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგში“ გააკეთა, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

"როდესაც ადამიანს ჯერ არცერთი ბრალდება არ დამტკიცებია, როდესაც მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება ემყარება მხოლოდ და მხოლოდ მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და როდესაც პროკურატურას ამ ჩვენების უმრავლესობა მიღებული აქვს ზეწოლის შედეგად (რაც არაერთმა მოწმემ საჯაროდაც განაცხადა), ამ ფონზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება, რომ თურმე „ბუნებრივი რეაქციაა ბაჩო ახალაიას მიმართ“ რასაც გლდანის მე-8 დაწესებულების პატიმრების მხრიდან ჰქონდა ადგილი, ეს როგორც მინიმუმ, წარმოშობს საფრთხეს იმ პატიმრების ქმედებების წახალისების. ბაჩო ახალაიას დამნაშავედ წარმოჩენა და გამოცხადება, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან, ასევე, როგორც მინიმუმ არაკომპეტენტურობაა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის აშკარა მაგალითს!

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა გედევან ფოფხაძის მხრიდან. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს. არ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არა თუ თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის წევრიც კი", - აცხადებს თეა თუთბერიძე.

თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მოუწოდებს გედევან ფოფხაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ნუ არღვევენ ადამიანის უფლებებს მანამ, "სანამ ბაჩო ახალაიას არცერთი ბრალდება არ დამტკიცებია, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოსულა მის მიმართ და კანონიერ ძალაში არ შესულა, ნუ აცხადებენ მას დამნაშავედ",- დასძენს თუთბერიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46