მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი მიულოცავს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 20:33

მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წითელ ხიდზე, სასაზღვრო პოლიციის მე–3 სამმართველოში ხვალ, 12 საათზე გაიმართება. მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიულოცავს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ასევე ევროკავშირის, გაეროს განვითარების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოში ნატოს წარმომადგენლები. საიუბილეო დღეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები და მესაზღვრეები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო უწყების განვითარების საქმეში, მედლებით, სამკერდე ნიშნებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ამავე დღეს, 12 საათზე, ფოთში, მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტშიც გაიმართება. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მესაზღვრეების პროფესიული დღე საქართველოში 14 წელია აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43