ქართველთა კალათაში უკვე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოა

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 19:54

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა და სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივარს ქართული ჰიმნი მოასმენინა. ფინალში ედიშერაშვილი ბელორუსელ ანდერეს ეჭიდავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალი  დაძაბული გამოდგა. გამოცდილი სპორტსმენები ერთმანეთს ოქროსთვის შეეჭიდნენ, თუმცა ქართველმა ფალავანმა უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა (1:0), (0:1), (1:1).

მართალია, ბელარუსებმა გააპროტესტეს მსაჯების გადაწყვეტილება, თუმცა ვიდეო გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ქულა ქართველს ეკუთვნოდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მესამე ადგილისთვის თურქ ფალავანს ეჭიდავა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (0:3) (0:6).

ამგვარად, ქართველთა კალათაში უკვე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოა.

 

ავტორი: სალომე ბალახაშვილი

 

ფოტო: ზიზუ ჯიქია

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43