„მატროსოვის" ციხეში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს - თეა თუთბერიძე

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 19:28

ხვალ სასჯელ-აღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან ბაჩო ახალაიას გლდანის #8 დაწესებულებიდან გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

„თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი „გლდანის #8 ციხეში ვითარებას ვერ აკონტროლებს".

”მარტო მონიტორინგი არაფერს უშველის, მხოლოდ ის, რომ ჯერ არაფერი მომხდარა, არაფერს ნიშნავს. ეს ყველაფერი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იმართება და მითითეთებს ისინი იძლევიან. მივმართავ სოზარ სუბარს, გადაიყვანოს ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე „მატროსოვის" ციხეში, სადაც არანაირი სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს და განათავსოს იმ ფლიგელში, სადაც ბაჩო ახალაია ადრე იმყოფებოდა, რადგან ეს დაწესებულება 2 წლის წინ გარემონტდა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დაფარონ ის მდგომარეობა, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებენ,” – განაცხადა თეა თუთბერიძემ პოლიტიკოს” პრესკლუბში სტუმრობისას.

თუთბერიძის განცხადებით, ბაჩო ახალაიაზე და გაგა მკურნალიძეზე # 8-ე საპყრობილეში ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43