გრიბოედოვის თეატრი გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერად სპექტაკლს გამართავს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 19:23

თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება საქველმოქმედო სპექტაკლი “ფეხმარდი. ცხენის ამბავი” («Холстомер. История лошади») ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

პროექტის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი” და თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი.

სპექტაკლში მონაწილეობენ ვალერი ხარიუტჩენკო, ლუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი), აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ კიტია, სანდრო მარგალიტაშვილი, ნინა კალატოზიშვილი, მედეა მუმლაძე, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი მერაბიშვილი და სხვები.

სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა გიორგი ყორღანაშვილს, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება.

სპექტაკლ 24 მარტს 18.00 გაიმართება, ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61