ტერიტორიების დაკარგვა ნატოს პოლიტიზირებამ გამოიწვია - თემურ შაშიაშვილი

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 19:14

თეთრების ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით,  „არც რუსეთის მორჩილებაა კარგი და არც  -  ამერიკის. ან ორივესთან კარგად უნდა იყო, ან მათთან ნეიტრალური პოზიცია გეჭიროს. ერთთან კარგად იყო და მეორესთან ცუდად, ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს“.

„რუსეთის ლანძღვით გარკვეული პოლიტიკური ძaლები აძლევენ რუსეთს თავისუფალი მოქმედების საშუალებას საქართველოში", - მიაჩნია შაშიაშვილს, და მაგალითად მოჰყავს ჩერქეზთა გენოციდის აღიარება "მხოლოდ გონებადაკარგულ პოლიტიკოსებს შეეძლოთ ჩერქეზების გენოციდის აღიარება. ეს რუსეთის მტრობა კი არა, საქართველოს მტრობაა. ვისაც ჰგონია, რომ რუსეთისგან ჩრდილოკავკასიელი ხალხების გამოყოფა მხოლოდ რუსეთისთვის იქნება უარყოფითი მოვლენა და ეს საქართველოზე დადებითად იმოქმედებს, ძალიან ცდება“.

ამავე დროს „თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანების შეგნებული მხარდამჭერები საქართველოში 10-15%-ს არ აღემატებიან.

მისი აზრით, საქართველოში ნატოს თემა ზედმეტად პოლიტიზირებულია და მას ყველა პარტია სათავისოდ იყენებს.

„ვინც ნატოში შესვლას მხარს უჭერს, გაცნობიერებული არ აქვს, ნატო რა არის. ნატოში შესვლის მხარდამჭერები რეალურად თავიანთი ქმედებებით ნატოს წინააღმდეგნი არიან. ამის მაგალითი იყო «ნაციონალური მოძრაობა». ვინც იცის, ნატო რა არის და შეგნებულად უჭერს მხარს, ასეთი ადამიანები საქართველოში 10-15%-ია", -  თვლის „თეთრების“ ლიდერი და მიაჩნია, რომ სწორედ ნატოს პოლიტიზირებამ გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ესა ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41