სად წავიდა და სად გაქრა ის 110, 120, 130 ხმა, რომელიც ოცნებას ჰქონდა? - ირმა ნადირაშვილი

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 19:58

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის  განცხადებით,  სარეიტინგო  კენჭისყრასთან  დაკავშირებით უმრავლესობა ორი მიმართულებით გაიყო. მისი განცხადებით, პირველ მიმართულებას   პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მომხრეები წარმოადგენენ, ხოლო მეორე მიმართულებას -  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და მისი მომხრეები.

"უკვე გამოიკვეთა ძალიან მკაფიოდ, რომ არის ორი მიმართულება, ერთი მიმართულება, რომელიც მომხრეა ამ კენჭისყრის, მაგალითად, უსუფაშვილი და მისი მომხრეები და არის მეორე მიმართულება, რომელსაც უნდა, რომ ისევ ხელის გადაგრეხით მოხდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელება, მაგალითად, უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე და მისი მომხრეები" - განაცხადა ნადირაშვილმა.

ასევე ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ სარეიტინგო კენჭისყრას "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს იმისთვის, რომ რეალურად გამოჩნდეს, თუ რამდენი ხმა აქვთ უმრავლესობას.

„ამ თვეების მანძილზე მუდმივად ისმოდა, რომ მათ აქვთ საკმარისი ხმები. ჩვენ ვსვამთ კითხვას, სად წავიდა და სად გაქრა ის 110, 120, 130 ხმა? ჩვენ სწორედ ამ კითხვაზე პახუხის გასაცემად ვითხოვთ ამ სარეიტინგო კენჭისყრას. ჩვენ ვითხოვთ პასუხს, რატომ იყო საზოგადოება შეყვანილი სიცრუეში“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46