ვაზიანში სამხედრო პოლიგონზე „Agile Spirit 2013“-ის ფარგლებში საცეცხლე მომზადება მიმდინარეობს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 18:45

ვაზიანში სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013“ -ის ფარგლებში საცეცხლე მომზადება მიმდინარეობს.

ერთობლივ წვრთნებში აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი მონაწილეობს.

საცეცხლე მომზადება ორ დღეს გაგრძელდება და ქართველი და ამერიკელი სამხედროები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის იარაღებიდან სროლის ტექნიკას დაეუფლებიან.

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარეობს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან, დაზგის ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან.

სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეების დაზიანების ხარისხის მიხედვით, სამხედროები შესაბამის ქულებს იღებენ, რაც ჯარისკაცების შეფასებაში აისახება.

საცეცხლე მომზადების შემდეგ იგეგმება ტაქტიკური სწავლებები, რომელიც ერთობლივი ქართულ-ამერიკული შემაჯამებელი წვრთნით დასრულდება. ტაქტიკური სწავლებების დროს სამხედროები ისეთ ოპერაციებს განავითარებენ, რომელსაც ISAF-ის ეგიდით სამხედროები ავღანეთში ასრულებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43