პრობაციის სისტემის განვითარების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 18:32

იუსტიციის სამინისტროში სისხლის სამართლის რეფორმის საკორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული, პრობაციის სისტემის განვითარების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო, ადგილობრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, წარმოდგენილ იქნა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის ანგარიში.

სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, აგრეთვე სისტემაში დანერგილი ტექნოლოგიური ინოვაციებს და სააგენტოს მიერ ინიცირებულ პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროექტების ძირითად ასპექტებს.

შეხვედრის მონაწილეები, ასევე გაეცნენ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ექსპლოატაციაში შესვლასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების ანგარიშს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემის სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემები და ანალიტიკური ანალიზი.

შეხვედრის მონაწილებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44