მავთულხლართების თაობზე შს მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - ანდრო ბარნოვი

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 17:53

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი კონფლიქტის ზონაში გაჩენილი მავთულხლართების თაობზე შს მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

ბარნოვის თქმით, მავთლხლართები შიდა ქართლში გაჩნდა 2012 წლის გაზაფხულზე და ეს პროცესი გაგრძელდა არასრული ერთ თვე.

"ჩვენი წარმომადგენლების აქტიური ჩართვისა და მოლაპარაკებების შედეგად და ეს პროცესი შეწყდა ამ დრომდე. ეს ინფორმაცია არის დაზუსტებული იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული პროცესებში და ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ხელისუფლებას ვადანაშაულებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ შეაჩერონ ეს პროცესი, არამედ ვკითხულობ, თუ რატომ მოგვეწოდება ინფორმაცია ცალმხრივად რუსეთთან მიმართებაში. ანუ, თუ აცხადებენ იმას, რომ თავისუფლად შეგვიძლია ცეკვა-თამაში და ღვინის შეტანა რუსეთში, რატომ იჩქმალება მავთულხლართები კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ეზოებში და ბაღებში, რაც ამავე რეალობის ნაწილია? მე ბევრი გავაკეთე იმისათვის, რომ მთავრობას და საზოგადოებას ჰქონოდა ინფორმაცია ამ მავთულხლართბის შესახებ, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, პრემიერმა ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ამ საკითხზე“ – განაცხადა გუბერნატორმა.

ანდრო ბარნოვმა სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი თვიდან გუბერნატორის მრჩევლად კონფლიქტის საკითხებში დაინიშნება შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა ტრამაკიძე.

"ეს ადამიანი წლების მანძილზე მუშაობდა სამხარეო სამმართველოში კონფლიქტის ზონის საკითხებზე. ის არამარტო მე გამიადვილებს საქმეს კონფლიქტის საკითხებში, არამედ საზოგადოებისთვისაც სასარგებლო იქნება ეს დანიშნვა, რადგან ყველას მივაწვდით უფრო მეტ და უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას,“ -  აღნიშნა ბარნოვმა.

გუბერნატორმა ხელისუფლებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფში ჩართვა მოსთხოვა და აღნიშნა, რომ ჯგუფში ქართული მხარის ჩართულობას პრინციპულობა და პროფესიონალიზმი აკლია.

"მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ მე ან ჩემს წარმოამდგენელს საშუალება მოგვეცეს ჯგუფის მუშაობაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს დადებითად წაადგება საქმეს. მე არა მგონია, ჩემი ბიორგაფია ვინმეს აძლევდეს საშუალებას, თქვას, რომ მე რამე ანტისახელმწიფოებრივს გავაკეთებ იქ. პირიქით, ხელს შვუწყობ, რომ პროცესი წავიდეს უფრო პროფესიონალურად“, -  განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5