ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეზე დროის ცდომილებაზე საუბრობს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 17:42

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის მკველეობის ღამეს დროის ცდომილებაზე ლაპარაკობს. ამის შესახებ ფირცხალავამ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას სურდა მკვლელობის დრო გამოეცხადებინათ უფრო ადრე, 45 წუთის ცდომილებით.

"პროკურატურამ საქმე ისე წაიყვანა, რომ მათ უნდოდათ, შემთხვევის დროდ გამოეცხადებინათ ღამის 01:30 საათი. ამ კადრებიდანაც და ჩატარებული ექსპერტიზიდანაც ჩანს, რომ ემთხვევა მოხდა 02:15 წუთზე, ეს არის დაახლოებით 45 წუთიანი ცდომილება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილია მაჯის საათები, რომლებიც ჩანს კადრებში. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ საათები 02:17 და მაქსიმუმ 02:25 დროს აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ეს ამბავი მოხდა 02:15 საათზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ დროის ცდომილებით ისინი მოიგებდნენ დროს, რათა დადასტურებულიყო საბრძოლო მასალების და იარაღის ადგილზე მიტანა“, - ირაკლი ფირცხალავამ.

ასევე ფირცხალავამ მიმართა პროკურატურას, რომ დაიკითხონ ის მოწმეებიც, ვინც კადრებში ჩანს.

"მივმართავ მთავარ პროკურატურას და ამ საქმის გამომძიებლებს, რომ დაკითხონ ყველა ის მოწმე, ვინც კადრებში ჩანს, რომლებიც დაადასტურებენ ან უარყოფენ თავიანთ პირველ ჩვენებას", - აღნიშნა ფირცხალავამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46