ოთარ ჭილაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 17:33

მწერალს, პროზაიკოსს, პოეტსა და დრამატურგს ოთარ ჭილაძეს დღეს  80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა.

"ძნელია წარმოიდგინო ქართული მწერლობა მე–20 საუკუნის დიდი კლასიკოსის ოთარ ჭილაძის გარეშე.მან არა მარტო უდიდესი საგანძური დაუტოვა შთამომავლობას, არამედ თავისი ნაწარმოებებით დაამშვენა და გაამდიდრა მსოფლიო ლიტერატურა. მისი შემოქმედება ეპოქის სულის გამოძახილია, ფილოსოფიური განსჯაა, ერის ბედის გააზრებაა, ადამიანის სულის წვდომაა.შეუძლებელია მისმა ნაწარმოებებმა არ შეგძრას, არ დაგაფიქროს, გულგრილი დაგტოვოს და სამუდამოდ არ დარჩეს შენში.

ოთარ ჭილაძის შემოქმედება მთლიანად სწვდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ამიტომაც ითარგმნა მრავალ ენაზე და ბევრი თაყვანისმცემელი გაიჩინა უცხოეთში. მის ნაწარმოებებს მსოფლიოს აღიარებული კრიტიკოსები თანამედროვე პროზის სრულყოფილებად მიიჩნევენ.

დიდ მწერალს სიცოცხლეშივე არ მოჰკლებია ხალხის განუზომელი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5