მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 17:18

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. მილოცვა პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა:

"ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, მინდა საერთო ეროვნული დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი მოგილოცოთ. ეს ოჯახური დღესასწაულია და საქართველოც, როგორც ერთიანი ოჯახი, მომავლის რწმენითა და სიხარულით აღნიშნავს გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში 2010 წელს გახდა საერთო ეროვნული დღესასწაული და შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელმაც ეს დღე მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის მონაპოვრად გამოაცხადა. ჩემო ძვირფასებო, მინდა მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება გისურვოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5