აბიტურიენტების რეგისტრაცია პირველი აპრილიდან დაიწყება

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 16:35

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესის დაწყება პირველი აპრილიდან იგეგმება. დაზუსტებული თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება ცნობარი, რომლითაც მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ არჩევანის გაკეთებისას.

ცენტრი არწმუნებს ყველა აბიტურიენტს, რომ მათ საკმარისი დრო ექნებათ რეგისტრაციისათვის, რაც, გარდა პირადი ინფორმაციისა, ჩასაბარებელი გამოცდების მითითებას, აგრეთვე საგამოცდო ქალაქისა და გამოცდის ენის არჩევას ითვალისწინებს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, 2013 წლიდან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში (სააპელაციო განაცხადების განხილვამდე) იქნება შესაძლებელი.

2013 წლის გამოცდებისათვის აპლიკანტები რეგისტრაციას ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გაივლიან.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 28 თებერვალს დასრულდა. წელს სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 25 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43