17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსი მთლიანად დაფინანსდება

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 16:27

2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება.

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აგრარული მეცნიერებების მიმართულებაზე უფასო ხდება აგრომომიის და ვეტერინარიის სპეციალობები;  განათლების მიმართულებაზე - განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება; ინჟინერიის მიმართულებაზე - საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია და მშენებლობა; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიის მიმართულებაზე უფასო გახდა - მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებები; სოციალური მეცნიერებების მიმართულებაზე ეკონომიკა; ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე - არქეოლოგია, ისტორია (საქართველოს ისტორიის სპეციალიზაციით), ფილოლოგია (ქართული ფილოლოგიის სპეციალიზაციით) და ფილოსოფია' მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები - არქიტექრურა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5