წინანდლის ღვინის სკოლა ტრეინინგს თემაზე „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“ მასპინძლობს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 16:24

ღვინის კლუბი და EPI (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა), წინანდლის ღვინის სკოლის მხარდაჭერით, სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ღვინის მაღაზიებს, ღვინის მწარმოებლებსა და ტურისტულ კომპანიებს სთავაზობს უფასო ტრენინგს თემაზე „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“.

ტრეინინგი გაიმართება 20 და 21 მარტს, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, წინანდალში.

კურსი გათვლილია როგორც ზემოთჩამოთვლილი სფეროების „წინა ხაზის“ მომსახურე პერსონალზე, ასევე, ზედა რგოლის მენეჯერებზე. ტრეინინგის ფარგლებში შეისწავლით ქართული ღვინის მარკეტინგულ და თვისობრივ უპირატესობებს, სხვადასხვა ტიპის ღვინოების დაყენების ტექნოლოგიებს. ჩატარდება 15–მდე დასახელების ღვინოს დეგუსტაცია და მოხდება ღვინოსთან სხვადასხვა კერძის შეხამება. ერთმანეთს შევადარებთ ქართულ და უცხოურ ღვინოებს. მიმოვიხილავთ სტუმართან ღვინის წარდგენის სხვადასხვა მეთოდებსა და პრინციპებს, რაც აუცილებელია წარმატებული გაყიდვებისათვის. ტრენინგის შემდეგ მსმენელს ეცოდინება, როგორ უნდა აუხსნას სტუმარს ღვინის თავისებურებები, როგორ ისაუბროს გასაგები ტერმინებით, უკეთ როგორ წარმოაჩინოს და დააინტერესოს სტუმარი ქართული ღვინით.

მონაწილეებს დაურიგდებათ სახელმძღვანელოები, სერტიფიკატები და წამახალისებელი თემატური ატრიბუტიკა.

პროგრამა შემუშავებულია ამერიკელი ღვინის ექსპერტის, My Wine School- ის დამაარსებლის, ჯესიკა ბელის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის. კურსის შედგენასა და სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობას იღებდა 20–დე ქართველი ღვინის ექსპერტი და ორგანიზაცია. პროგრამა საბოლოოდ გადამუშავდა „ღვინის კლუბის“ მიერ.

ტრენინგს წარუძღვებიან WSET-ის (Wine and Spirit Education Trust) სერტიფიკატის მფლობელი ორი ლექტორი ღვინის კლუბიდან და მოწვეული ექსპერტი, ასევე Wine and Spirit Education Trust–ის საერთაშორისო პროგრამიდან.

პროექტის სპონსორებია  EPI, USAID, პროექტს მხარდამჭერი - წინანდლის ღვინის სკოლა.

სილქ როუდ ჯგუფის მიერ დაარსებული წინანდლის ღვინის სკოლა 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო კურსი, რომელიც მეღვინეობა/მევენახეობის დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს, შედგენილია საშუალო სკოლის უფროსკლასელებისთვის და მოიცავს შემდეგ საგნებს: ქართული და მსოფლიო ღვინის ისტორია, ამპელოგრაფია, ყურძნის ჯიშები, მეღვინეობის საფუძვლები, მევენახეობის საფუძვლები, ღვინის მარკეტინგი და ეკონომიკა, ღვინის დაყენება/ჩამოსხმა, დეგუსტაცია და ა.შ. თეორიის შესწავლასთან ერთად, მოსწავლეები პრაქტიკულ მეცადინეობებსაც ესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46