სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს - ზაქარია ქუცნაშვილი

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 16:15

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას არ ითავალისწინებს რეგლამენტი და არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.

"რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს განსხვავებული ვარიანტები, საიდანაც პარლამენტის წევრებს მოუწევთ ამოარჩიონ ერთ-ერთი ვარიანტი. აქედან გამომდინარე, კენჭისყრის ჩატარებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერამდე პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5