დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილის განცხადებას სხვა ტონალობად აფასებს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 15:05

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ ბიუროს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას მიესალმება და წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

მისი განცხადებით, დღევანდელ გამოსვლაში პარლამენტის თავჯდომარის განცხადდებაში შეინიშნებოდა სხვა ინტონაცია და სხვა დამოკიდებულება უმცირესობის მიმართ.

"მე ნამდვილად მივესალმები თქვენი განცხადების შინაარს რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმ ტონალობისგან და შინაარსისგან, რაც დღემდე გვესმოდა უმცირესობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში როდესაც უმრავლესობის ხაზი იყო, რომ მათ არ ჭირდებათ კონსულტაცია, რომ უჩვენოდ ეს ცვლილებები მაინც გავა. ყველაფერმა ამან ჩვენ გვაიძულა და დაგვიტოვა მხოლოდ ერთი გამოსავალი სწორი მიმართულებით მოჰყვება ხვალ გაგრძელება და ეს გაგრძელება იქნება სარეიტინგო კენჭისყრის სახით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ამ საკითხზე განსხვავებულ აზრებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არ არის და კენჭისყრა ჩატარდება თუ არა არ გაუნცახედბია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46