საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 14:27

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე ოპოზიცია სრულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროცესი საბოლოოდ დამთავრდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებს, რადგან პარლამენტში უმცირესობას 53 წევრი ჰყავს, ხოლო ცვლილებებისთვის 100 ხმაა საჭირო.

"კითხვა იმის შესახებ, რაიმე საინტერესო გამოკითხვაა ჩასატარებელი თუ იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის უმცირესობის წარმომადგენლების მხარდაჭერის გარეშე, ეს არის მათემატიკაზე დაფუძნებული. იურიდიულმა კომიტეტმა იმუშავა და მოამზადა საბოლოო ვერსია ამ ცვლილებების, რომელშიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის, უმრავლესობის წარმომადგენლების მოსაზრებები. ასე რომ ტექსტი მზად არს განსახილველად, უმცირესობის მხრიდან განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და მინდა განვმაროტო ყველასთვის, თუ რა მდგომარეობაა პარლამეტში - დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში არის 147 წევრი, საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას სჭირდება მინიმუმ ასი ხმა, უმცირესობის რიგებში დღევანდელი მდგომარეობით ირიცხება 53 პარლამენტის წევრი. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ რა შემთხვევაში იქნება მირებული კონსტიტუციური ცვლილებები, გავმარტავ, კონსტიტუციური ცვლილებები და ნებისმიერი სხვა, ცვლილებები ვერ გავა იმიტომ, რომ 147 მინუს 53 არის ასზე ნაკლები. ასე რომ ნაციონალური მოძრაობის თანხმობის გარეშე კანონი ძალაში ვერ შევა', - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სარეიტინგო გამოკითხვები ნაციონალებს შეუძლია  თავის რიგებში გააკეთოს, თუმცა უსუფაშვილი მოუწოდებს უმცირესობას,  მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რაც სჭირდება კონსტიტუციას და ქვექანას.

"კიდევ ვიმეორებ უმრავლესობა არ ითხოვს მხარდაჭერას, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვიყოთ თანაბარი თანამონაწილენი სწორი გადაწყვეტილების, რომელიც ხსნის გზას ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილებისკენ და ქვეყანაში ნორმალური პირობების შექმნისთვის, ეს არის რეალობა და მე იმედი მაქვს რომ გავითვალისწინებთ ამ რეალობას. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სიმართლეს, კონსტიტუციის გასწორებას, პარლამენტისთვის ღირსების დაბრუნებას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39