ახალი ხელისუფლება პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს და მხოლოდ პირადი ოცნებების ახდენას აწარმოებს - თამილა გურაშვილი

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 14:31

„თავისუფალი საქართველოს“  დედოფლისწყაროს  ორგანიზაციის  თავმჯდომარე  თამილა  გურაშვილი  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელებს   ბიუჯეტის  პირადი  ინტერესით ფლანგვაში ადანაშაულებს.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს,  2012 წლის არჩევნების მერე დედოფლისწყაოს ახალ ხელმძღვანელობას რამე მნიშვნელოვანი ახალი გადაწყვეტილება ხალხის სასარგებლოდ ჯერ არ მიუღია.

"ახალი მთავრობა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნავს. 2012 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღანელებმა, რომელთაც თითო თვეც არ ჰქონდათ ნამუშევარი, მთლიანი სახელფასო დანამატი გამოიწერეს, რაც თავითავად არის საფინანსო დარღვევა. გარდა ამისა 2013 წლის 6 მარტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, რომელთა გაყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გეგმავენ ახალი, ძვირადღირებული სამსახურებრივი მანქანების შეძენას", - აცხადებს თამილა გურაშვილი.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, რაიონის გამგებლისთვის უკვე შეიძინა ჯიპის მარკის ავტომანქანა.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და მიაჩნია, რომ როცა რაიონში მეტად მძიმე სოციალური ფონია, როცა ხალხი იმყოფება გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე, როცა თითქმის 600 –მდე ადამიანს შეუჩერდა საარსებო სოცდახმარებებები, ახალი მთავრობა არ უნდა აძლევდეს თავს ზედმეტი ფუფუნების ნებას. "მიგვაჩნია, რომ იმ მამქანებითაც შეძლებდნენ გადაადგილებას და უმჯობესი იქნებოდა ეს თანხები მოსახლეობისთვის მოეხმარებინათ. ადგილობრივ ხელმძღვანელობას სარვამარტოდ მრავალშვილიან დედებზე ის მიზერული საჩუქრებიც არ გაუმეტებია, რასაც წინა ხელისუფლება აძლევდა მათ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ახალი ხელისუფლება,როგორც ძველი ხელისუფლება მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს და მხოლოდ პირადი ოცნებების ახდენას აწარმოებს", - აცხადებს თამილა გურაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46