თელავში ხვალ სოციალური პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 14:20

თელავში ხვალ გაიმართება პროექტის „სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურებების განვითარება ყველაზე დაუცველთათვის კახეთის რეგიონში, ერთობლივად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ პრეზეტაცია.

პროექტს ახორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ევროკავშირისა და დანიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით.

სოციალური პროექტის მიზანია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა ძირითადი სერვისების, რესურსებისა და პოლისების შემუშავებით, ასევე პარტნიორობის გაუმჯობესება სწჯს-ის ფილიალებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სოციალური სტრატეგიების განვითარებისა და უმწეო ხანდაზმულთა მდგრადი მომსახურებისათვის.

აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობაა 27 თვე და მოიცავს თელავს, ლაგოდეხს და ამ ქალაქებთან ახლომდებარე ორ სოფელს.

 პრეზენტაციას დაესწრებიან თელავისა და ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და დანიის წითელი ჯვრის დელეგაციები, ასევე, კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 პრეზენტაცია  თელავში, ვაჟა ფშაველას №3, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 13.00 საათზე გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45