საფრანგეთში ინტერპოლით ძებნილი ვახტანგ გვრიტიშვილი დააკავეს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 14:17

მიმდინარე წლის 19 მარტს საფრანგეთში, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული იქნა თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი ვახტანგ ნოეს ძე გვრიტიშვილი, დაბ. 27.01.1966 წელს. ვახტანგ გვრიტიშვილს ბრალად ედება სსსკ 133-ე მუხლით (1991 წლის 28 ივნისის რედაქციით), 104-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით (1994 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისიდან მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ადამიანის გატაცებას - ჩადენილს ანგარებით, ყაჩაღობას - წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ, ბინაში შეღწევით თავდასხმას - მოქალაქის პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

1994 წლის იანვარში ვახტანგ გვრიტიშვილმა თანამზრახველებთან ერთად მოახდინა ნეშან მინასიანის შვილის, ვაზგენ მინასიანის გატაცება, ფულის გამოძალვის მიზნით. ვაზგენ მინასიანი მოგვიანებით გათავისუფლებული იქნა მშობლების მიერ, 75 000 აშშ დოლარის გადახდის შედეგად. იმავე წლის თებერვალში დამნაშავეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნეშან მინასიანმა შეიტყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობის შესახებ და კვალის დაფარვის მიზნით, ვ. გვრიტიშვილი თანამზრახველებთან ერთად, 1994 წლის 19 თებერვალს, ყაჩაღურად თავს დაესხა მინასიანების ოჯახს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ნეშან მინასიანი, ფლორა მინასიანი და ვაზგენ მინასიანი, ხოლო ამ უკანასკნელის დამ - გაიანე მინასიანმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

2011 წლის 15 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვახტანგ გვრიტიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2011 წლის 3 ნოემბრიდან, იგი წითელი ცირკულარით იძებნებოდა თბილისის ინტერპოლის მიერ.

ამჟამად დაკავებული გადაყვანილია საფრანგეთის საექსტრადიციო ციხეში და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58