\"უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ TNT- სთან დაკავშირებით მასალები პროკურატურაში შეიტანა

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 14:02

"უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ საერთაშორისო კურიერული მომსახურების კომპანიის TNT-ს წინააღმდეგ მასალების მთავარ პროკურატურაში შეტანასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მჟავანაძის განცხადებით, პროკურატურაში მასალების შეტანის მიზეზი კი საკურიერო გზავნილების კომპანია TNT-ს ბათუმის ფილიალის თანამშრომლების მიერ განხორციელებელი საეჭვო ქმედებები გახლავთ. კერძოდ: კერძო აღმასრულებელმა მაია ზოიძემ ბათუმში TNT-ს საშუალებით გააგზავნა გზავნილები და აღნიშნული გზავნილების არ ჩაბარების შემდგომ მოხდა აუქციონის დანიშვნა და ერთ-ერთი მოვალის ბინის გაყიდვა.

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ საფოსტო გზავნილები არის გაყალბებული. ვინაიდან გზავნილებზე არ არის კურიერის ხელმოწერები. შემდგომში ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე მისამართზე გაგზავნილია 2 გზავნილი სხვადასხვა სერიული ნომრებით, რაც ლოგიკასთან ნამდვილად შორსაა. გაგზავნილი შეტყობინებებით აღმოჩნდა, რომ გზავნილები არ არის გატარებული ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში, გზავნილებზე არ არის კურიერის ხელმოწერე. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ TNT-ს წერილით, რათა განემარტათ მათ ამ საქმეში არსებული საეჭვო ვითარებები რაზეც პასუხის გამოგზავნაზე უარი განაცხადეს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ შეტანილია განცხადება მთავარ პროკურატურაში და ვითხოვთ უმოკლეს ვადაში გამოძიებულ იქნას TNT-ს თანამშრომლების ქმედებები", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41