„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 13:21

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტისგანიხილვას დაესწრო. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს სოფლის მომავალი და სტიმული უნდა მისცეს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ინიცირებული კანონპროექტი კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მინიჭებას და შეწყვეტას, ასევე მათი საქმიანობის გარანტიებსითვალისწინებს.

აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად, ავტორმაწარმოადგინასაკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, საგადასახადო კოდექსში, გრანტებისა და მეწარმეთა შესახებ კანონებში ცვლილებებიშედის.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელიესწრებოდნენ.

კომიტეტის წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას მხარი დაუჭირეს და იგი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5