ნინი შერმადინი CITY კლუბში თბილისთან გამოსამშვიდობებელ კონცერტს გამართავს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 12:59

მომღერალი ნინი შერმადინი Сity club-ში მეგობრებთან ერთად, ხვალ, 22 საათზე კონცერტს გამართავს. სხვადასხვა ქართული კონკურსების, იურმალას "ახალი ტალღის" , ბერძნული X Factor-ის მონაწილე მომღერალი ამერიკიდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა.

ხუთშაბათს "სითიში" ნინი თბილისთან გამოსამშვიდობებელ საღამოს მართავს, მასთან ერთად კლუბში მისი მეგობრები იმღერებენ, საღამოს თამუნა მუსერიძე წაიყვანს, საერთო მხიარულებაში ჩაერთვება ასევე ამერიკიდან საქართველოში დროებით დაბრუნებული მსახიობი და ტელეწამყვანი სოსო თოლორაიაც.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ბოლო პერიოდი ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და ბროდვეის დასაპყრობად ემზადება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46