ნაცმოძრაობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს

ოთხშაბათი, 20 მარტი, 2013 - 12:16

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს, რის შემდეგაც  მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შესახებ კონსულტაციები  უმრავლესობაში დღეს გაიმართება. საკითხი სხდომაზე ხვალ გავა.

როგორც უმცირესობა აცხადებს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, თუმცა უნდათ გაარკვიონ, რამდენი ხმა დასჭირდება უმრავლესობას ცვლილებებისთვის.

უმცირესობამ ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ  წყალტუბოში გამართულ  უმცირესობის სხდომაზე მიიღო, რომელსაც  პრეზიდენტიც ესწრებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58