ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობისა და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობის შესახებ დღეს სემინარი გაიმართა

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 20:12

დღეს, მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის, ევროკავშირის ახალ ე.წ. თანამეგობრობის პროგრამებში (Community Programmes) მონაწილეობისათვის და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობისათვის აუცილებელი პროცედურების შესახებ სემინარი გაიმართა.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა გახსნა, ხოლო ევროკავშირის სახელით მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩმა მიმართა.

სემინარზე პრეზენტაცია წარმოადგინა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (European External Action Service - EEAS) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელმა ჯენი მარდმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45