კულტურის სამინისტროში ხვალ ლაიფციგის წიგნის ბაზრობის შედეგებს შეაჯამებენ

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 19:57

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხვალ გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც მინისტრი გურამ ოდიშარია და წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი შეაჯამებენ ლაიფციგის წიგნის ბაზრობის შედეგებს.

ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად გაიმართა ქართველი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების პრეზენტაციები. მოეწყო ზაზა ბურჭულაძის რომანის „გასაბერი ანგელოზი“ საჯარო კითხვა. წიგნი გერმანულ ენაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ლიტერატურულ კლუბში „ტელეგრაფი“ შედგა ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის „შუშანიკის შვილების“ საჯარო კითხვა. გაიმართა დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ზაზა რუსაძის ფილმის „ბანდიტები“ ჩვენება და დისკუსია ავტორთან. ასევე, მოეწყო ბონდო მაცაბერიძის ზღაპრის „ბეკნა ბიჭის ზღაპრების“ საჯარო კითხვა. ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში გამოცემული ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგიის “იაგუარების ტექნო” პრეზენტაციას ავტორებიდან დაესწრნენ ნინო ხარატიშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, თამთა მელაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი; ანთოლოგიაში ასევე შესულია ეკატერინე თხილავას, მაკა მიქელაძისა და ნესტან (ნენე) კვინიკაძის ნაწარმოებები. ამავე ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა ლიტერატურულ კლუბ „ტელეგრაფშიც“. წიგნი გერმანულ ენაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მინისტრი შეხვდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსსა და ვიცე-პრეზიდენტს ტობიას ვოსს. საუბარი შეეხო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2015 წელს საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს საკითხი მინისტრმა ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან ოლივერ ცილესთანაც განიხილა, მათ ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

გურამ ოდიშარია შეხვდა ლიტერატურული კოლოკვიუმის ხელმძღვანელს ულრიხ იანეცკის. შეხვედრას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე და მწერალი ზაზა ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში შედგა ორი რადიოინტერვიუ; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ქართული ლიტერატურისა და ზოგადად საქართველოს კულტურის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს ჰუბერტ ვინქელსა და მირკო შვანიცს.

საქართველოს სტენდმა ლაიფციგში დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც გამომცემლებსა და მკითხველში ასევე გერმანულ პრესაში. ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო უკვე მეორედ წარსდგა ეროვნული სტენდით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51