პრეზიდენტის ბრალდებები მთავრობის მიმართ სასაცილო იყო - ჯიმშერ ოთანაძე

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 18:54

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომ თითქოს საქართველოს მთავრობას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება "ევროპის სახალხო პარტიისა" და ზოგადად, ევროპული კურსის მიმართ, აბსურდული და ალოგიკურია  - ამის შესახებ კოალიცია "ჩვენი უფლებებისთვის" თანათავმჯდომარემ ჯიმშერ ოთანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახალ მთავრობას ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ მკაფიო პოზიცია აქვს და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

"სასაცილო იყო სააკაშვილის ბრალდებები ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ, ევროპის მოტყუებასა და რუსეთის წინაშე ფორთხვის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუ ვინმე ატყუებდა ევროპას, ეს სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაა", დემოკრატიის ფასადს ამოფარებულნი როცა ანგრევდნენ ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს, პრინციპებს და თავად ფორთხავდნენ რუსეთის წინაშე, როცა სახელმწიფოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები გადასცეს რუსულ კომპანიებს", - აღნიშნავს ოთანაძე.

მისი თქმით, უმჯობესი იქნება ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს. "გვითხრან, თანახმა არიან თუ არა, რომ სააკაშვილს მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნის შესახებ ავტოკრატისთვის დამახასიათებელი უფლება შეეზღუდოს. გვითხრან, ამბობენ თუ არა უარს საკონსტიტუციო ნორმაზე, რომელიც ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს აშკარად ეწინააღმდეგება", - აცხადებს ჯიმშერ ოთანაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5