შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ევროპის საბჭოს დელეგაცია მიიღო

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 18:23

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე დავით სუჯაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ბოლო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების ინსტალაციის პროცესზე გაამახვილა.

უბარი შეეხო ამ პროცესით ადგილობრივებისთვის გამოწვეული თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების შეზღუდვის საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დელეგაციას ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში შექმნილი ვითარება, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში განხილული თემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, ასევე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46