ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნაზე კურტანიძემ დაიჩოქა და ბოდიში მოიხადა

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 18:19

ევროპის 2013 წლის ჩემპიონტი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას თავდაპირველად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი  ლუკა კურტანიძე მიესალმა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საშუალება მისცა 20 წლის განმავლობაში საქართველოს ღირსება დაეცვა.

"20 წელზე მეტი ვიბრძოლე ჩემი ქვეყნის დიდებისთის. მადლობა, რომ საშუალება მომეცით მშვიდობიანად მებრძოლა ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის, იმედისთვის, განსაკუთრებით დიდი მადლობა პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. ქედს ვიხრი მის წინაშე და პატიებას ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ცხოვრებაში მიწყენინებია", – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართვის შემდეგ, მან სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკივარს და საზოგადოებას დაუჩოქა.

ლუკა კურტანიძეს შემდეგ სიტყვით მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ცენო ცენოვი გამოვიდა, რომელმაც დიდი პატივისცემა გამოხატა ქართული ჭიდაობის ისტორიის მიმართ.

"მოხარული ვარ რომ თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, დღეს, მთავარი არენა საქართველოშია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ძალიან ბევრს აკეთებს ჭიდაობის პოპულარიზაციისთვის, რაც ძალიან მისასალმებელია", - განაცხადა ცენოვმა.

აღსანიშნავია, რომ ფილას სახელით საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის და შემწეობისთვის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ასეთი დიდი ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია, რისთვისაც დიდი მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ხელი შეუწყო, რათა ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარებულიყო.

"ჭიდაობა ძალიან სტრატეგიული სპორტია ჩვენი ქვეყნისათვის და ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ევრპის ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ", – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი დღეიდან 24 მარტამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც 47 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

სამწუხაროდ, პირველი დღე ქართველებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა.

 

სალომე ბალახაშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46