ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატები რეზოლუციაში დამატებებს შეიტანენ

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 17:15

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები პარლამენტში გასაგზავნ  ტექსტზე მუშაობენ.  რეზოლუციაში, რომლითაც პარლამენტს ”ევროპული ქარტიის“ რატიფიცირებას სთხოვენ, დამატებები შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თხოვნის ოფიციალური მიმართვა პარლამენტში ჯერ გაგზავნილი არ არის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ განცხადებას უახლოეს მომავალში, მას შემდეგ გაგზავნიან, რაც ტექსტი საბოლოო სახეს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საქართველოს პარლამენტისთვის „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თხოვნით პარლამენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42