სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 12:50
თბილისის მერია სავაჭრო ცენტრ „საბაში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეს, თითოეულს საკუთარ ანგარიშზე 2 000 ლარს ჩაურიცხავს, მათ ასევე სალარო აპარატები საჩუქრად გადაეცემათ.
სავაჭრო ცენტრში მიყენებული ზარალის ოდენობისა და ხარისხის განსაზღვრის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქნა, რომლის შემადგენლობაში დამკვირვებლის სტატუსით თბილისის მერიის წარმომადგენლებიც შევიდნენ.
26 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად მოვაჭრეების უმრავლესობას, საქონელი და მაღაზია, რომელიც დაზღვეული არ ჰქონდათ, მთლიანად გაუნადგურდათ.