პოლიციელზე აღმართული ხელი არის პირადად ჩემზე აღმართული ხელი - ირაკლი ღარიბაშვილი

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 16:50

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მკაცრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელზე განახორციელებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ამის შესახებ განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

"პოლიციელის, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცმყოფა იქნება მკაცრად დასჯილი, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ვინ იქნება ეს ადამიანი, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე, მისი განცხადებით, პოლიციელის შეურაცხყოფა არის მისი და მთლიანად სამინისტროს შეურაცხყოფა.

"პოლიციელზე აღმართული ხელი არის პირადად ჩემზე აღმართული ხელი, მიყენებული შეურაცხყოფა, სიტყვიერი თუ ფიზიკური, არის ჩემი და მთლიანად სამინისტროს შეურაცხყოფა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46