იაპონიაში უკალორიო ლუდი გამოიგონეს

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 16:33

იაპონელებმა ლუდი გამოუშვეს, რომელიც კალორიას არ შეიცავს. როგორც იაპონელები ვარაუდობენ, უკალორიო ლუდი  ბაზარზე კონკურენციას თვით გერმანულ ლუდსაც კი გაუწევს.

თუმცა, იაპონელთა მიერ შექმნილი სასმელისთვის ლუდის დარქმევაც მთლად მართებული არაა, რადგან ის მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ამ სასმელს და მართალია, გემო და სუნიც მისნაირი აქვს, სრულებით არ შეიცავს ალკოჰოლს და არც დადუღებით მიღებული პროდუქტია.

ამ სასმელის შექმნაზე, რომელიც W-Zero-ს მარკით გამოდის, ქარხანა Asahi-ის ბიოქიმიკოსებმა იზრუნეს. ლუდის გემოს ბალასტური ნივთიერებები, მჟავიანობის რეგულატორები, ამინომჟავები, არომატული საშუალებები, კონსერვანტი - ვიტამინი C და არომატული დანამატები განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ კრეატიულად მოაზროვნე იაპონელები უკვე რამდენიმე წელია, რაც ”საბავშვო ლუდს” აწარმოებენ, რომელიც გემოთი, ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინით ”უფროსებისას” ჰგავს. ”თანამედროვე ცხოვრებაზე ფეხის აყოლა გადაკვრის გარეშე ბავშვსაც უჭირს”, - ასეთია ”საბავშვო ლუდის” მწარმოებელი კომპანია Kidsbeer-ის სარეკლამო სლოგანი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45